You have to be at least 18 years old to use our website
Are you already 18 years old?
Yes
No

Since 1820

1783 წელს, ქართლ-კახეთის სახელმწიფოს (თანამედროვე საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილი) მეფემ - ერეკლე II-მ დააჯილდოვა თავადი გარსევან ჭავჭავაძე (1757-1811წწ.)

 

სამშობლოს წინაშე გაწეული ღვაწლისთვის, გიორგიევსკის ტრაქტატის (შეთანხმება საქართველოს რუსეთის მფარველობის ქვეშ გადასვლის შესახებ) გაფორმებისას და გადასცა მას სამეღვინეო ადგილ-მამული. ნაჩუქარ მიწებს შორის იყო ზეგაანის მიწები და ვენახებიც.

 

1811 წელს, გარსევან ჭავჭავაძის ვაჟიშვილმა - ალექსანდრე ჭავჭავაძემ (1786-1846წწ.) 26 წლის ასაკში მემკვიდრეობით მიიღო ადგილ-მამული მამის გარდაცვალების შემდეგ. 1812 წლიდან ალექსანდრე აქტიურად მონაწილეობდა მსოფლიო ომში, გამოიჩინა თავი, როგორც ბარკლაი-დე-ტოლის ადიუტანტმა, პარიზის აღებისას. ზუსტად ცხოვრების ეს პერიოდი იქცა ალექსანდრე ჭავჭავაძისთვის, სრულიად რუსეთის იმპერატორ ეკატერინე II-ის ნათლულისთვის, მშვენიერ დამატებით საგანმანათლებლო სკოლად, რამაც შესაძლებლობა მისცა სრულყოფილად შეესწავლა გერმანული და ფრანგული ყოფის თავისებურებები და ამ ევროპული ქვეყნების არქიტექტურა, კულტურა და ტრადიციები. იქვე მან შეისწავლა ევროპული მევენახეობისა და მეღვინეობის თავისებურებები, რომელთაგან მრავალი დაინერგა საქართველოში. ითვლება, რომ ალექსანდრე ჭავჭავაძის სამშობლოში დაბრუნებამდე 1817 წელს, საქართველოში ღვინო იწარმოებოდა მხოლოდ ადგილობრივი, ტრადიციული ტექნოლოგიით, ხოლო ვენახები, მათი რაოდენობრიობის მიუხედავად, არ იყოფოდა მიკრორეგიონებად. შესაბამისად, ისტორიკოსების და არქეოლოგების უმეტესობა ეთანხმება იმ აზრს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მეღვინეობას საქართველოში მისდევდნენ უკვე ჩვ. წ. აღ-მდე მე-7, მე-8 საუკუნეში, მეღვინეობის კულტურა საქართველოში შემოვიდა ევროპიდან, ხოლო მისი ფუძემდებელი გახდა ზუსტად ალექსანდრე ჭავჭავაძე - შატო ზეგაანის სულის ჩამდგმელი.

 

1820 წელს დასრულდა ალექსანდრე ჭავჭავაძის სამეღვინეო მამულის მოწყობა კახეთში, რასაც თავის მემუარებში ადასტურებს ფრანგი კონსული თბილისში - ჟაკ ფრანსუა გამბა (1763-1833). თავის მოგონებებში იგი ხაზს უსვამს თავადი ჭავჭავაძის მამულისა და ბაღების, მისი აზრით, აშკარა მსგავსებას XIX საუკუნის ევროპულ ნაგებობებთან. პარკი, რომელშიც განთავსებულია შატო ზეგაანი, დღემდე მშვენივრადაა შენახული.

 

1846 წელს, ალექსანდრე ჭავჭავაძის სიკვდილის შემდეგ, მისი მამული მემკვიდრეობით გადაეცა მის ვაჟს - დავით ჭავჭავაძეს.

 

1846 წელს იმამ შამილი კვლავ შემოიჭრა კახეთში. მისგან გამოგზავნილმა მოწინავე რაზმმა, რომელიც თავადი დავით ჭავჭავაძის საგვარეულო მამულში - წინანდალში (60 ვერსტი თბილისიდან) აღმოჩნდა, ტყვედ ჩაიგდო თავადის მეუღლე - 28 წლის ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი, მის 6 მცირეწლოვან შვილთან ერთად, ანას და - 26 წლის ბარბარე ორბელიანი, მის 6 თვის ვაჟთან ერთად, 18 წლის ნინო ბარათოვა და ძიძა, ფრანგი ქალბატონი - ანა დრანსე. სამწუხაროდ, ამ დაუნდობელი გატაცების შემდეგ, ჭავჭავაძეების მამული მთლიანად გადაწვეს (მოგვიანებით იგი აღადგინეს და ახლა იქ მდებარეობს თავადი ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი). იმამ შამილმა ტყვეების გამოსასყიდად თავად დავით ჭავჭავაძეს 1 მილიონი რუბლი მოსთხოვა, ვერცხლით. თავადი იძულებული შეიქნა დახმარებისათვის მიემართა რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ I-სთვის (1796 – 1855 წწ) და ესესხა აღნიშნული თანხა თავისი ოჯახის გასათავისუფლებლად. სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ მოგვიანებით, ჭავჭავაძეების საგვარეულო მამული 1886 წელს, ფინანსური ვალდებულებების გამო გადაეცა რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე III-ს (1845-1894) და რჩებოდა რომანოვების მფლობელობაში 1917 წლის რევოლუციამდე. არსებობს იმ პერიოდის მრავალი დოკუმენტური მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე III რომანოვის სიყვარულს კახეთის ღვინოებისადმი.

 

1922 წელს, საქართველოს ისტორიაში ე.წ. საბჭოთა ეპოქის დაწყებამ შეაჩერა ქართული მეღვინეობის განვითარება ევროპული მიმართულებით. ამან, თავის მხრივ, საგრძნობლად შეამცირა ქართული ღვინის გავრცელების გეოგრაფიული საზღვრები. სამწუხაროდ, აღნიშნული ტენდენცია შენარჩუნდა პოსტსაბჭოთა პერიოდის პირველ წლებშიც.

 

1998 წლიდან შატო ზეგაანი გადასულია კერძო საკუთრებაში და ახლა, ვენახებთან ერთად ეკუთვნის ტატულაშვილების ოჯახს.

 

დღეს, საქართველოსთვის უნიკალურ ადგილას, XIX საუკუნის მეღვინეობის კოშკში, ისევე, როგორც ასეული წლის წინ, ადგილობრივი ვენახებიდან მიღებული მოსავლით იწარმოება ღვინო, რომელიც დღემდე ინახება თავადი ალექსანდრე ჭავჭავაძის მიერ აშენებულ მარნებში.

 

About US

ჩვენი ღვინის შექმნის გზა ვაზით იწყება.  „შატო ზეგაანი“ განლაგებულია მუკუზნის მიკროზონაში, ის საქართველოს ტერუარებს შორის მნიშვნელოვან ადგილს იკავებს, კლიმატური პირობებისა და ნიადაგის გამო. ჩვენი ვენახების განლაგება ჩრდილოეთ ფერდობზე, აფერხებს ზედმეტი ტენის დაგუბებას და ხელს უწყობს ვენახის ბუნებრივ ვენტილაციას.

 

20 ჰა ვენახი - ეს არის ის მოცულობა,  რომელიც საშუალებას გვაძლევს განვახორციელოთ ვაზის მოვლა, ჩვენი ეკოლოგიური პრინციპების თანახმად.

 

ვენახების მოვლის მთლიანი წლიური ციკლის განმავლობაში, ჩვენ ვქმნით მაქსიმალურად კომფორტულ პირობებს დამწიფებისა და მსხმოიარობისთვის. ამას ვაკეთებთ შეგნებულად, ვიყენებთ დამზოგავ მეთოდებს, რადგან გულწრფელად გვწამს, რომ მევენახეობაში ასეთი ტრადიციული მიდგომა, მეღვინეობის უდიდესი საწინდარია, რომელსაც ოდითგანვე იყენებდნენ ჩვენი წინაპრები.

 

ჩვენს საგვარეულო ვენახებში საყრდენები დამზადებულია მუხისა და აკაციისგან.

 

ვაზის ტოტების  გასხლვა, ფოთლების გამეჩხერება და მოსავლის დაკრეფა მხოლოდ ხელით ხდება.

 

ვაზის მისამაგრებლად ვიყენებთ სიმინდის ფოჩის ბოჭკოებს, რათა თავიდან ავიცილოთ მცირედი მექანიკური დაზიანებაც კი. ჩვენ არ ვიყენებთ არც ინსექტიციდებს და არც პესტიციდებს,  ვიყენებთ მხოლოდ ორგანულ სასუქებს (ძროხის ნაკელს) .

 

ბუნების სათუთ მოპყრობას ,  ვუთავსებთ თანამედროვე ცოდნასა და ტექნოლოგიებს, რის  შედეგადაც ვღებულობთ მაღალი ხარისხის ყურძენსა და შესაბამისად ღვინოს.

Vineyards

ჩვენი ღვინის შექმნის გზა ვაზით იწყება.  „შატო ზეგაანი“ განლაგებულია მუკუზნის მიკროზონაში, ის საქართველოს ტერუარებს შორის მნიშვნელოვან ადგილს იკავებს, კლიმატური პირობებისა და ნიადაგის გამო. ჩვენი ვენახების განლაგება ჩრდილოეთ ფერდობზე, აფერხებს ზედმეტი ტენის დაგუბებას და ხელს უწყობს ვენახის ბუნებრივ ვენტილაციას.

 

20 ჰა ვენახი - ეს არის ის მოცულობა,  რომელიც საშუალებას გვაძლევს განვახორციელოთ ვაზის მოვლა, ჩვენი ეკოლოგიური პრინციპების თანახმად.

 

ვენახების მოვლის მთლიანი წლიური ციკლის განმავლობაში, ჩვენ ვქმნით მაქსიმალურად კომფორტულ პირობებს დამწიფებისა და მსხმოიარობისთვის. ამას ვაკეთებთ შეგნებულად, ვიყენებთ დამზოგავ მეთოდებს, რადგან გულწრფელად გვწამს, რომ მევენახეობაში ასეთი ტრადიციული მიდგომა, მეღვინეობის უდიდესი საწინდარია, რომელსაც ოდითგანვე იყენებდნენ ჩვენი წინაპრები.

 

ჩვენს საგვარეულო ვენახებში საყრდენები დამზადებულია მუხისა და აკაციისგან.

 

ვაზის ტოტების  გასხლვა, ფოთლების გამეჩხერება და მოსავლის დაკრეფა მხოლოდ ხელით ხდება.

 

ვაზის მისამაგრებლად ვიყენებთ სიმინდის ფოჩის ბოჭკოებს, რათა თავიდან ავიცილოთ მცირედი მექანიკური დაზიანებაც კი. ჩვენ არ ვიყენებთ არც ინსექტიციდებს და არც პესტიციდებს,  ვიყენებთ მხოლოდ ორგანულ სასუქებს (ძროხის ნაკელს) .

 

ბუნების სათუთ მოპყრობას ,  ვუთავსებთ თანამედროვე ცოდნასა და ტექნოლოგიებს, რის  შედეგადაც ვღებულობთ მაღალი ხარისხის ყურძენსა და შესაბამისად ღვინოს.

Winemaking

„შატო ზეგაანი თავდაპირველად, მშენებლების ჩანაფიქრის მიხედვით, დაპროექტებული და აშენებული იყო, როგორც მეღვინეობა. ყოველი ნაგებობის ქვეშ მეურნეობის ტერიტორიაზე მდებარეობს ძველებური ღვინის მარანი. მეღვინეობის პროცესში ყველა ადგილს თავის დანიშნულება აქვს. აქ ყველა კუთხეში არის  გამჯდარი ისტორია. სრულიად გასაოცარია, იმის გააზრება, რომ შენ  ამ ისტორიის ნაწილი ხარ. ეს ყოველივე შთაგვაგონებს, განსაკუთრებული ღვინის შექმნაზე, იშვიათი ხასიათითა და უნიკალური გემოთი ამ გასაოცარი ადგილების.“

დავით ტატულაშვილი

 

ჩვენ ვამუშავებთ ვაზის ორ სახეობას, წითელ საფერავსა და თეთრ რქაწითელს. საუკეთესო ყურძნისგან, ორი განსხვავებული ტექნოლოგიის გამოყენებით, ჩვენ ვქმნით შატო ზეგაანის ოთხი სახეობის ღვინოს.

 

ქვევრის ღვინო

ქართული ქვევრი - თიხის დოქია, შიგნიდან ფუთკრის ცვილით არის დამუშავებული და გარედან კირით. ქვევრი ვერტიკალურად არის განლაგებული მიწის ქვეშ, ეს ღვინოს არიდებს ტემპერატურულ ცვლილებებს, ამასთანავე კონუსებრი ფორმის ძირის გამო მინიმალურს ხდის კონტაქტს ლექთან. ქვევრის საფერავისგან ჩვენ ვღებულობთ მკვეთრ, გამჯდარ და გასაოცარ ღვინოს  „ზეგაანი წითელი”. ღვინის დავარგება ქართულ ქვევრში ორი წლის მანძილზე, სძენს საოცარ სიღრმეს და გემოს ინტენსიურობას მატებს.

 ყურძენი რქაწითელი, ორწლიანი დავარგებით ქვევრში,  „ზეგაანი კახურით“ გვასაჩუქრებს, რომელიც გამოირჩევა გაჯერებული  ქარვისფერით და თაფლის არომატით გემოში.

 

ღვინო მუხის კასრში

საფერავისგან, რომელიც ჩვენს მარანში ორი წლის განმავლობაში მუხის კასრში ვარგდებოდა, ვქმნით მეღვინეობის ლეგენდას - კეთილშობილ მუკუზანს, 1888 წლის ტექნოლოგიით.

რქაწითელისგან, ორ წელიწადზე მეტი დავრგებით მუხის კასრში , გამოდის „ზეგაანი თეთრი” დახვეწილი და ნატიფი გემოთი, რომელიც მომწიფების პროცესში მრავალფეროვანი კუთხით  იხსნება.

 

ღვინო

წელიწადში ორჯერ, ტრადიციულ, დახურულ დეგუსტაციებზე ჩვენ ვარჩევთ საუკეთესოს ჩვენი ღვინოებიდან, რომელიც მზად არის შეხვედრისთვის ნამდვილ შემფასებელთან.

თეორიულად, იმ ეტაპზე, როდესაც ღვინის ბოთლი ტოვებს შატოს მარანს, ჩვენი პასუხისმგებლობა მომხმრებლის წინაშე მთავრდება, შემდეგ ღვინის განვითარება სწორ ტრანსპორტირებასა და შენახვის პირობებზე არის დამოკიდებული. სამწუხაროდ, ჩვენ გარანტირებულად ვერ მოვახდენთ ამაზე ზეგავლენას, თუმცა შეგვიძლია გავუწიოთ   რეკომენდაციები. რაც შეეხება ღვინის დაცვის სისტემას, დიდი სიხარულით გაცნობებთ, რომ ჩვენი ყველა ღვინო „ბაბლ კოდით“ არის აღჭურვილი, რომლის დახმარებითაც თქვენ დამოუკიდებლად შეგიძლიათ შეამოწმოთ შატო ზეგაანის ღვინის აუთენტურობა. დაცვის ხარისხი გაყალბებისგან ღვინის ბოთლზე, „ბაბლ კოდის“ საშუალებით უტოლდება თითის უნიკალურ ანაბეჭდს.

 

News

Follow US

Contact